ასლან ვაშალომიძე / Aslan Vashalomidze
Tuesday, April 27th, 2010ვაშალომიძე ასლან ვარლამის ძე (1922-1995) – მომღერალი, ლოტბარი. დაიბადა ოზურგეთის რაიონის სოფელ მთისპირში. 1941 წლიდან მუშაობდა ნატანების I საშუალო სკოლის სიმღერისა და ცეკვის მასწავლებლად. მღეროდა ვარლამ სიმონიშვილის ეთნოგრაფიულ გუნდში, რომლის რეორგანიზაციის შემდეგ ოზურგეთის რაიონის კულტურის სახლში გააგრძელა თანამშრომლობა. 1952-56 წლებში მთისპირის საკოლმეურნეო გუნდის ქორეოგრაფია. 1956 წლიდან ნატანების კულტურის სახლთან არსებულ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს ხელმძღვანელობს. [...]