ნიკოლოზ სამჭკუაშვილი / Nikoloz Samchkuashvili
Thursday, June 24th, 2010სამჭკუაშვილი ნიკოლოზ (ჯოყოლა) რაჟდენის ძე (1914-1992) – მომღერალი. დაიბადა 1914 წლის 27 იანვარს, სოფელ მარტყოფში. პაპამისი ადამი კარგი მომღერალი ყოფილა. ჯოყოლა მას არ მოსწრებია, მაგრამ სიმღერისადმი სიყვარული და კარგი ხმა გენეტიკურად დაჰყვა. რვა წლისა ცხვარში გააბარეს. ხალხური სიმღერის კარგმა მცოდნემ და ფანდურზე დამკვრელმა – მირონ სამჭკუაშვილმა – პატარა ფანდური გამოუთალა, დაკვრა-სიმღერა ასწავლა და გზა დაულოცა. [...]