ანსამბლი ”ჯვარული” / Ensemble Jvareuli
Monday, October 28th, 2013ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი “ჯვარული” 2007 წლის შემოდგომაზე შეიქმნა. მის შემადგენლობაში თხუთმეტამდე ახალგაზრდაა, ყველა _ წარმოშობით მოხევე. მათი საშუალო ასაკი 22-25 წელია და არც ერთს არ აქვს მუსიკალური განათლება. რამდენიმე მათგანი ბოლო წლებში თბილისის თემქის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გალობს. ანსამბლის შექმნა მოხეური სამუსიკო ფოლკლორის ტრადიციების გაქრობის საშიშროებამ განაპირობა. საქმის დაწყებას კი ბიძგი ანზორ ერქომაიშვილმა მისცა. [...]