თამარ მამალაძის კოლექცია

საქართველოში დაიწყო 1923-53 წლებში საველე ექსპედიციებში ცვილის ლილვაკებზე ფონოგრაფით ჩაწერილი ხალხური მუსიკის ნიმუშების დედნების გამოცემა. ეს ჩანაწერები შეტანილია ”საქართველოში დაცული ცვილის ლილვაკების კატალოგში”(თბილისი, 2006), რომელიც საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს პროექტით მომზადდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მრავალხმიანობის ცენტრში.

კატალოგში შესულია:
საქართველოს თეატრის, კონოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის, საქართველოს სახელმწიფო არქივების მართვისა და საქმის წარმოების დეპარტამენტის კინოფოტოფონოდოკუმენტების არქივის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელოვნებისა და კულტურის სახელმწიფო მუზეუმის, საქართველოს სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმისა და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ფონდებში არსებული კოლექციები.

თამარ მამალაძის კოლექცია მოიცავს 1950-1951 წლების ექსპედიციის ჩანაწერს. კრებულში შესულია მხოლოდ კახური სიმღერები.

Comments are closed.