ოქროს საწმისი

კრებულში თავმოყრილია სხვადასხვა წლებში ჩაწერილი ქობულეთური და აფხაზური ხალხური სიმღერები.
აფხაზური სიმღერების ერთი ნაწილი 1987 წელს მოსკოვის რადიოში ვიაჩესლავ შჩუროვმა და ვადიმ აშუბამ ჩაიწერეს, მეორე ნაწილი ვიაჩესლავ შჩუროვმა ჩაიწერა, 1991 წლის ეთნოგრაფიულ ექსპედიციაში.
აფხაზურ სიმღერებს ასრულებენ:

ჭკოტუას საოჯახო ანსამბლი (აფხაზეთი)
ზვანდრიშის ფოლკლორული ანსამბლი (აფხაზეთი)
გუდაუთის ანსამბლი “რიწა” (აფხაზეთი)
სერგეი ჭკოტუა – ვოკალი, აჭარპანი და აფხარცა (აფხაზეთი)
ჟუჟა აკუმბა – ვოკალი (აფხაზეთი)
თამარა ახიბა – შვიდ სიმიანი გიტარა (აფხაზეთი)
ნორა ჩამაგუა – ახიმი (აფხაზეთი)
ბავშვთა ანსამბლი აბგარხუკიდან (აფხაზეთი)

ქობულეთური სიმღერები ჩაწერილია 1971 წელს აზიის ფესტივალზე, ალმა-ატაში. სიმღერებს ასრულებდა ქამილ ტაკიძის გუნდი.
ქობულეთურ სიმღერებს ასრულებენ:

ვოკალური ტრიო (ქობულეთი)
ქამილ ტაკიძე – ვოკალი (ქობულეთი)
სულეიმან მამულაიშვილი – ვოკალი (ქობულეთი)
იუსუფ ვერულიძე – ვოკალი, ჩონგური, ფანდური (ქობულეთი)
ფოლკლორული გუნდი კაკუტადან (ქობულეთი)
ლევან ბერაძე – სალამური (ქობულეთი)
ამირან ბერაძე – ფანდური, ჩონგური (ქობულეთი)

Comments are closed.