აფშილავების გუნდი

კრებულში თავმოყრილია აფშილავების მიერ შესრულებული სიმღერები. აფშილავები სამეგრელოდან გურიაში – სოფ. ომფარეთში(ლანჩხუთის რაიონი) გადმოსახლებული გლეხები იყვნენ რომელთაც სახელი გაითქვეს სიმღერით. ქვემოთ წარმოდგენილ სიმღერებს და საგალობლებს კი ასრულებენ: ილია აფშილავა (პირველი ხმა) , ლეო აფშილავა (მეორე ხმა) და მათი ბიძაშვილი ამირან აფშილავა (ბანი). ასევე ცნობილია ისიც რომ ილიასა და ლეოს მამაც გურული სიმღერის მომღერალი იყო, რასაც ადასტურებს ისიც რომ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში იგი მღეროდა ცნობილი ლოტბარისა და მომღერლის ვარლამ სიმონიშვილის გუნდში.

Comments are closed.