ორერა / Orera

რობერტ ბარძიმაშვილი (გიტარა, ვოკალი)
ბუბა კიკაბიძე (დრამი ვოკალი)
გენო ნადირაშვილი (კონტრაბასი, საყვირი, ვოკალი)
თემურ დავითაია (ბას გიტარა, ვოკალი)
ნანი ბრეგვაძე (ვოკალი)
ზურაბ იაშვილი (ორღანი, ვოკალი)
თემურ მეღვინეთუხუცესი (ფორტეპიანო)
ალექსანდრე მანჯგალაძე (სასქსაფონი)

XX საუკუნის მუსიკალური კოლექტივი ანსამბლი „ორერა“ 1958 წელს ჩამოყალიბდა, თუმცა, მის ოფიციალურ შექმნის თარიღად 1961 წელი ითვლება. ეს იყო პირველი ვოკალურ ინსტრუმნტალური ანსამბლი მთელს სსსრ-ში, ისინი უკრავდნენ ხუთივე კონტინეტზე.

ანსამბლის შემადგენობაში მომღერლებისა და მუსიკოსების გარდა, ლინგვისტური შესაძლებლობებით დაჯილდოებული ადამიანებიც შედიოდნენ, რის გამოც კოლექტივს მსოფლიოს ნებისმიერ ენაზე შეეძლო სიმღერა.

თავდაპირველად იყო ტრიო: რობერტ ბარძიმაშვილი (ვოკალი, გიტარა, კლავიში. რობერტი 1958-დან 1975 წლამდე ანსამბლის ხელმძღვანელიც იყო), თეიმურაზ დავითაია 1967 წელს, მსოფლიო მაშტაბის „ექსპო-67“-ზე მსოფლიოს მესამე დასარტყამ ინსტრუმენტზე დამკვრელად დასახელდა და ყველასთვის საყვარელი მომღერალი და მსახიობი ბუბა (ვახტანგ) კიკაბიძე.

მალე ანსამბლი პროფესიონალი მუსიკოსებით დაკომპლექტდა: თეიმურაზ მეღვინეთუხუცესი (როიალი, ვოკალი), გენო ნადირაშვილი (საყვირი, კონტრაბასი, ვოკალი).

1964 წელს ანსამბლს ნანი ბრეგვაძე ემატება, რომელიც მანამდე სამი წლის მანძილზე საქართველოს საესტრადო ორკესტრ „ორერაში“ მუშაობდა.

უკანასკნელ წლებში კოლექტივს შეემატნენ: თეიმურაზ კუხალევი, ვალერი ლომსაძე, ალექსანდრ მანჯგალაძე, თენგიზ ჟვანია და ვახტანგ კუცია.

ანსამბლი პოპულარული იყო პოლონეთში, ბულგარეთში, რუმინეთში, კუბაში, ირანში, ავღანისტანში, ინდოეთში, ნიკარაგუაში, ინგლისში, კანადაში, სინგაპურში, საფრანგეთში, ავსტრალიაში, ამერიკაში, მექსიკაში… მთელ მსოფლიოში. მუსიკოსებმა შემოქმედებითი კარიერის მანძილზე დაახლოებით 700 სიმღერა 22 ენაზე შეასრულეს.

ანსამბლის რეპერტუარი ძველი ქართული სიმღერებისგან, მსოფლიო ხალხების სიმღერებითა და მსოფლიო ესტრადის „კლასიკით“ იყო დაკომპლექტებული. მათ რეპერტუარში დიდი ადგილი ეჭირა ქართველი კომპოზიტორის- რევაზ ლაღიძის სიმღერებს.

Comments are closed.