მძიმე ჯვარი / Heavy Cross

ჯგუფი “მძიმე ჯვარი” შეიქმნა 1988 წელს და შექმნისთანავე აქტიურად ჩაერთო ქართულ როკ მოძრაობაში რაც გამოიხატებოდა მრავალრიცხოვანი კონცერტებით, გასტროლებით და ფესტივალებში მონაწილეობით. 1990 წელს ჯგუფი წარმატებით გამოვიდა ლიეპაეს საერთაშორისო როკ ფესტივალზე და მოიპოვა საპატიო ლაურეატის წოდება.
მთელი თავისი არსებობის განმავლობაში ჯგუფი აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას ეწეოდა და ღებულობდა მონაწილეობას სხვადასხვა როკ აქციებსა და ფესტივალებში, წლების განმავლობაში ჯგუფის შემადგენლობაში ხდებოდა ცვლილებები, ხოლო 2001 წელს ჯგუფმა განიცადა მძიმე დანაკლისი, გარდაიცვალა ყველასათვის საყვარელი დავით ზიბზიბაძე (ზიბო) რომელიც ჯგუფში 1995 წლიდან უკრავდა დრამზე.

მიუხედავად იმისა რომ, ჯგუფი მთელი თავისი არსებობის განმავლობაში, ინტენსიურად იყო დაკავებული საკუთარი მუსიკის შექმნით, პირველი სტუდიური ალბომის გამოცემა მხოლოდ 2002 წელს მოხერხდა, “Mzime Jvari”, წარმოადგენდა 1997-2002 წლებში დაწერილი სიმღერების ნაკრებს და მიეძღვნა დავით ზიბზიბაძის ხსოვნას.ალბომი ჩაიწერა შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ჩიხლაძე – გიტარა;
ლევან კაპანაძე – ბასი, ბეკ ვოკალი;
ლევან ბეიტრიშვილი – ვოკალი;
დავით ზიბზიბაძე – დასარტყამი (1997 წლის ჩანაწერებში)
დიმიტრი ოგანესიანი – დასარტყამი (2002 წლის ჩანაწერებში)

2005 წელს ჯგუფს დაემატა მეორე გიტარისტი გიორგი ჩუბინიძე, რომელთან ერთადაც იმავე წელს “მძიმე ჯვარი” ხდება კონკურსი “პატრინოტი”-ს გამარჯვებული სიმღერით “ვალი ქართვლისა (…ხუთჯვრიანი დროშა)”.
ამ კონკურსში მონაწილეობასთან ერთად, ლევან კაპანაძე და ლევან ბეიტრიშვილი ღებულობენ მიწვევას პროექტში “WE REMEMBER” (ჩვენ გვახსოვს) მონაწილეობის მისაღებად, ისინი სხვა მონაწილეებთან ერთად აქტიურად ერთვებიან მუშაობაში და საერთო ძალებით იქმნება სიმღერა “WE REMEMBER”.

2007 წელს გამოდის ახალი ალბომი “FanX” (ფენიქსი), ვოკალისტ გოგა იორამაშვილთან ერთად, რომელიც “HEAVY CROSS”-ში 1995-97 წლებში მოღვაწეობდა. “FanX” სტილისტურად საკმაოდ მრავალფეროვანია და ჯგუფის ძველ მუსიკასთან შედარებით მნიშვნელოვნად მძიმე საუნდი აქვს.

“FanX”-ში შესული რამდენიმე ახალი სიმღერის სემპლი “anty dominant”, “ours”, “Castles in the Air” და “სანთელი”, 2008 წლის დასაწყისში გიტარისტმა გიორგი ჩუბინიძემ დატოვა “მძიმე ჯვრი”, ხოლო ჯგუფის ერთერთმა დამაარსებელმა და ლიდ გიტარისტმა მამუკა ჩიხლაძემ გადაწყვიტა საკუთარ სოლო პროეტზე მუშაობა, რის გამოც მან დროებით დატოვა ჯგუფი. გიტარისტის გარეშე დარჩენილი “მძიმე ჯვარი”-ს არჩევანი შეჩერდა ახალგაზრდა ნიჭიერ გიტარისტ გუჯა მჭედლიშვილზე, რომელთან ერთადაც “მძიმე ჯვარი” 3008 წლის 1 ივნისს დიდი წარმატებით გამოვიდა Tbilisi BLITZKRIEG Metal Fest 2008- ზე. ამავე წლის ზაფხულში “მძიმე ჯვარ”-მა მიიღო მიწვევა თურქეთის ერთერთ წამყვან ყოველწლიურ საერთაშორისო როკ ფესტივალ BarisaRock-Rock for Peace 2008-ზე. ფესტივალზე გამგზავრებამდე გაიმართა “მძიმე ჯვარი”-ს გამოსამშვიდობებელი კონცერტი ჯგუფის მეგობრებთან რეზი აბესაძესთან და ნიკა ლეშენკოსთან ერთად. ამის შემდეგ რეზი აბესაძემ მიიღო ჯგფუში დარჩენის წინანდადება რომელზეც იგი დათანხმდა. 2008 წლის 9 აგვისტოს “მძიმე ჯვარი” უკვე რეზი აბესაძესთან ერთად გამოდის 80 000 მსმენელის წინაშე BarisaRock-Rock for Peace 2008-ზე როგორც ჰედლაინერი. “მძიმე ჯვარი”-ს გამოსვლამ ძალიან დიდი ოვაციებით ჩაიარა რასაც დაემატა ის რომ ფესტივალის დღეებში საქართველოში შემიოჭრა რუსული ჯარები, დაიწყო ომი და ფესტივალზე რომლის იდეაა როკი ომის, ძალადობის, რასიზმის და ტერორიზმის წინააღმდეგ, გაორმაგებული მნიშვნელობა მიენიჭა “მძიმე ჯვარ”-ს რომლის ქვეყანაც იმ მომენტში, იმპერიალისტური აგრესსიისა და დამპყრობლური ომის მსხვერპლი იყო. ჯგუფის საქართველოში დაბრუნების შემდეგ მამუკა ჩიხლაძე “მძიმე ჯვარ”-ში დაბრუნების სურვილს გამოთქვავს, ლევან კაპანაძესთან და დიმიტრი ოგანესიანთან ერთად თავის ახალ პროექტზე სამუშაოდ. რის შედეგადაც დღესდღეისბით ჯგუფი პარალელურად ორ სხვადასხვა პროექტზე მუშაობს.

“HEAVY CROSS”-ის ახლანდელი შემადგენლობაა:

ლევან კაპანაძე – ბასი, ვოკალი;
გოგა იორამაშვილი – ვოკალი;
დიმიტრი ოგანესიანი – დასარტყამი
გუჯა მჭედლიშვილი – გიტარა;
რეზი აბესაძე – გიტარა

Comments are closed.