ნუკრი კაპანაძე / Nukri Kapanadze

მომღერალი ნუკრი კაპანაძე 1964 წლის 19 სექტემბერს დაიბადა. სიმღერის სიყვარული თავისდაუნებურად მოვიდა…

სცენაზე პატარაობიდანვე იდგა, ოღონდ არა მომღერლის ამპლუაში. „მახსოვს ჩემი თავი მიკროფონით ხელში, მიყვარდა, როდესაც სხვას წარვადგენდი“, – იხსენებს მომღერალი.

… შემდეგ გაიზარდა… და იყო ანსამბლი „თაიგული“, რომლის არსებობაც დაკავშირებული იყო იშხნელების ოჯახთან… „მქონდა ბედნიერება ურთიერთობა მქონოდა თამარ იშხნელთან, მისგან არაჩვეულებრივ გაკვეთილებს ვიღებდი“, – აღნიშნავს ნუკრი.

მაშინ სოლო კარიერაზე არ უფიქრია…. თუმცა, ახლის ძიებაში ნამდვილად იყო, რადგან თვლიდა, რომ „თაიგულში“ თავის შესაძლებლობები ამოწურა…

შემდეგ ჩააბარა ტექნიკურ უნივერსიტეტში , ქიმიურ ფაკულტეტზე… იყო „გეპეის თეატრი“, სადაც შეიქმნა არაჩვეულებრივი ტრიო – ნუკრი კაპანაძის, მაია ჩაჩიბაიას და მარიამ ბედოშვილის შემადგენლობით… და დაიწყო სტუდენტურ–შემოქმდებითი ცხოვრება… კომპოზიტორები უკვე თავად წერდნენ სიმღერებს ტრიოსთვის…. მოგვიანებით გოგონები გასცდნენ გეპეის სცენის საზღვრებს და იმ შემოქმედებით ჯაჭვში ჩაებნენ, რასაც ქართული ესტრადა ერქვა…

ტრიოში სიმღერას დუეტები მოჰყვა….. დუეტები არაჩვეულებრივ შემსრულებლებთან… და დუეტი გოგი დოლიძესთან…. „მასთან სიმღერა ბედნიერება იყო, გული მწყდება, რომ ჩანაწერი არ დამრჩა“, – იხსენებს მომღერალი.

შემოქმედებითი ეტაპების გავლის შემდეგ შინაგანად გრძნობდა, რომ სოლო სიმღერის დროც მოვიდა… თითქმის 30 წლის იყო.. თუმცა, თვლიდა რომ ამ ნაბიჯის გადადგმა დიდი რისკი იყო… და მაინც გარისკა…. სოლო კარიერაც დაიწყო და არანაკლებ წარმატებული…. და სიმღერებიც ჩაიწერა….. შემდეგ სიმღერები ალბომებში გადანაწილდა… „ნუშების თოვლი“, „არეული“ და „ნუკრი ლექსითა და საკრავით“ …. ეს უკანასკნელი რაღაც განსაკუთრებულად მოსწონს…. თუმცა, ესეც მისი ხასიათია… ახალი ყოველთვის მოსწონს….. გავა დრო და ისევ ახლის ძიება შეიპყრობს…. და ასე დაიბადება ახალი ალბომი….

მომღერალი არერთი კონკურსის გამარჯვებულია.. მიღებული აქვს უამრავი სახელმწიფი ჯილდო… თუმცა, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო ადამიანების სიყვარულია…

Comments are closed.