ბზიკები / Bzikebi

“ბზიკები” საახალწლო კონცერტისთვის ემზადებიან.

5 იანვარს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში საბავშვო “ევროვიზიის” შარშანდელი გამარჯვებული ჯგუფი “ბზიკები” მეგობრებთან ერთად კონცერტს გამართავს. საღამოზე მსოფლიო საახალწლო ჰიტებთან ერთად ჯგუფის რამდენიმე ახალი სიმღერაც გაიჟღერებს. როგორც “ბზიკების” სტუდიის მუსიკალურმა დირექტორმა, მომღერალმა კახა კუხიანიძემ აღნიშნა, ეს იქნება გრანდიოზული შოუ-კონცერტი.

რამდენიმე დღეში კი ამ ჯგუფისა და მათი მეგობრების საახალწლო სიმღერისა და კლიპის “გოზინაყფართი” პრემიერა გაიმართება.

კახა კუხიანიძე: “ბზიკების სტუდიის” მუსიკალური დირექტორი ვარ და გრანდიოზულ საახალწლო შოუზე ვმუშაობთ. 5 იანვარს ფილარმონისს დიდ საკონცერტო დარბაზში “ბზიკები” იმღერებენ. მათთან ერთად მათი მეგობრები და ცნობილი ბავშვებიც იმღერებენ.

ამ კონცერტზე “ბზიკები” პირველ განყოფილებაში ბენდთან ერთად იმღერებენ. მეორე განყოფილება იქნება შოუ, სადაც მოცეკვავეები, აკრობატები და სხვადასხვა დასები მიიღებენ მონაწილეობას.

Comments are closed.