Euli (Shako Kalandadze) / ეული (შაკო კალანდაძე)

ეული – შაკო კალანდაძე დაიბადა 1985 წლის 22 მაისს, ქ. ბათუმში. XI კლასიდან, გაცვლითი პროგრამით გაემგზავრა ა.შ.შ.-ში, სადაც იმყოფება დღემდე და აგრძელებს შოუ-ბიზნესის სფეროში მოღვაწეობას. საწყის ეტაპზე, მან გახსნა ცნობილი ამერიკელი რეპერების: Digital Underground, E-40, Zion-I, Young Buck კონცერტები. ჩაწერა პირველი დემო ალბომი ინგლისურ ენაზე, რომელიც გამოვიდა 2006 წელს და გაიყიდა 1500 ცალი. ეული უკვე 7 წელია ა.შ.შ.-ში იმყოფება და უახლოეს მომავალში აპირებს სამშობლოში დაბრუნებას. ამ ეტაპზე მუშაობს ქართულ ენოვან ალბომზე “დაკარგული ბავშვობა”.

Comments are closed.