გოგი ბუკიას მემორიალური ღია საერთაშორისო ტურნირი ნარდში

2007 წელს, ფონდის გადაწყვეტილებით, დაფუძნდა უდროოდ გარდაცვლილი ქართველი ჟურნალისტის გოგი ბიკიას ღია მემორიალური სართაშორისო ტურნირი ნარდში, აღნიშნული ტურნირი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საერთაშორისო ტურნირებში ქართველი მონარდეების ინტეგრირებას.

გოგი ბუკია – ჟურნალისტი. საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი. დაიბადა 1954 წელს ხობის რაიონში. წარჩინებით დაამთავრა ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. წლების მანძილზე მუშაობდა გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკის”, საქინფორმის და საქართველოს ტელევიზიის საკუთარ კორესპონდენტად სამეგრელოს რეგიონში. იყო ხობის რაიონული გაზეთის რედაქტორი.

მისი სტატიები და წერილები ყოველთვის გამოირჩეოდა პრინციპული მოქალაქეობრივი პოზიციითა და ღრმა ანალიზით, რასაც ხელს უწყობდა მისი ფართო ერუდიცია და მაღალი ინტელექტი.

თავის ნიჭსა და შესაძლებლობებს იგი  უშურველად ახმარდა კეთილშობილურ და ქვეყნისა-თვის სასიკეთო საქმეებს. იყო ხობის საერთაშორისო ფესტივალის – “სიმღერა სამეგრელოზე”, აქტიური მხარდამჭერი და ერთ-ერთი ორგანიზატორი.

გოგი ბუკია მოულოდნელად გარდაიცვალა 2007 წლის მარტში.

გოგი ბუკიას პირველი მემორიალური ღია საერთაშორისო ტურნირი,  ჩვენი ფონდისა და საქართველოს ნარდის ასოციაციის ორგანიზებით, ჩატარდა გასული წლის 4–5  აგვისტოს  სასტუმრო საქართველოში, წელს ტურნირის ორგანიზება ითავა ნარდის მსოფლიო ასოციაციამ, პრეზიდენტი – ჩივა ტაფაზოლი(გერმანია), რომელმაც  თბილისის ტურნირი შეიტანა ყოველწლიური გათამაშებების ცხრილში. გოგი ბუკიას მეორე მემორიალური ტურნირი ჩატარდა 31 ივლისიდან 5 აგვისტომდე სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში”.

ტურნირზე თავი მოიყარა მსოფლიოს 13 ქვეყნის 68 წარმომადგენელმა. მათ შორის იყვნენ – აშშ-ს, უკრაინის, თურქეთის, რუსეთის, ისრაელის, ირანის, ავსტრიის, გერმანიის, დანიის, შვედეთის, იტალიის, სომხეთის და საქართველოს წარმომადგენლები. სულ ტურნირში მონაწილეობდა 26 უცხოელი და 42 ქართველი მონარდე.

შეჯიბრებები ჩატარდა პროფესიონალებში, ინტერმედიაში და მოყვარულებში.

ტურნირის გამარჯვებული გახდა თურქი ჩემ დურანი. მეორე ადგილი კი წილად ხვდა იტალიელ ფაბრიციო ლო-სურდოს.

ინტერმედიაში გაიმარჯვეს ირანელებმა, პირველ ადგილზე გავიდა – რამბაზ ხალილი, მეორეზე – ჩივა ტაფაზოლი.

მოყვარულებში გამარჯვება მთლიანად ქართველებმა გაინაწილეს. პირველი ადგილზე- კახა ქურციკიძე, მეორეზე – მარინა გურგენიძე, მესამეზე კი ჯამბულ ესებუა.

ტურნირის ფარგლებში მოეწყო ასევე საჩვენებელი გუნდური შეხვედრა საქართველო და დანარჩენი მსოფლიო.

საქართველოს ნაკრებში იყვნენ:
ნოდარ გაგუა (კაპიტანი)
კახაბერ ნაჭყებია
გოჩა ჭოხონელიძე
თამაზ გიორგობიანი
დავით თევზაძე

მსოფლიო ნაკრებში:
მატვეი ნათანსონი (ისრაელი)
ბობ ვახტელი (აშშ)
იურგენ ორლოვსკი (გერმანია)
არტურ მურადიანი (სასომხეთი)
ტასილო რიზმანი(ავსტრია)

გაიმარჯვეს ქართველებმა ანგარიშით  3 : 2

აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი ასეთი მაშტაბური და წარმომადგენლობითი ტურნირი როგორც ამიერკავკასიაში, ისე ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში.

სტუმრებმა დაათვალიერეს თბილისის და მცხეთის ღირშესანიშნაობები, ალავერდის ტაძარი, ქართული ღვინის კომპანია “ბადაგონი”, ქალაქი სიღნაღი, გაეცნენ ქართულ  ფოლკლორს.

თბილისის ტურნირმა მონაწილეთა ერთსულოვანი აღრფთოვანება გამოიწვია და გამოითქვა რწმენა, რომ მისი მაშტაბები მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება.

Comments are closed.