ბუბა / Buba

ჯგუფი შეიქმნა 1946 წელს გლოლაში ვანო გუტაშვილის ხელმძღვანელობით.  შექმნის მიზეზი სოფლის ტრადიციების სიყვარული იყო. ამჟამად ხელმძღვანელი ლალი მარგიანია. სახელი წევრების შერქმეულია და უკავშირდება ამავე სახელწოდების მთას, სადაც ძველად სოფელი მდებარეობდა. რეპერტუარში რაჭული სიმღერებია. სიმღერას სწავლობენ წინა თაობის მომღერლებისგან. ჯგუფის წევრები თავადვე აბამენ ფერხულს, ცეკვავენ. შესრულების მანერით მხოლოდ წინაპრებს ბაძავენ. მონაწილეობდა სარაიონო დათვალიერებებსა და სხვა ღონისძიებებში. დაჯილდოებულია დიპლომებით. სიმღერები ჩაწერილია რადიო და  ტელეარქივებში.

ფოლკლორის ეროვნული დათვალიერება-ფესტივალის ლაურეატი (2005-2006).

Comments are closed.