ტრიო ”ეკა” / Trio Eka

ვაკიჯვრის ჯგუფში მღერიან: მოსე სვანიძე, გურამ ჭელიძე და გიორგი ჭანუყვაძე. მუსიკა არცერთს არ უსწავლია. ხელმძღვანელი არა ჰყავთ. ერთად მღერიან 1979 წლიდან მოსე სვანიძის ინიციატივით. მიზეზი მეზობლობა და სუფრასთან ხშირად ერთად ყოფნაა. სახელი ხალხმა შეარქვა და უკავშირდება მათ მიერ შესრულებული ამავე სახელწოდების სიმღერის პოპულარობას. რეპერტუარში გურული სიმღერებია. სიმღერას სწავლობენ სხვადასხვა ნამღერიდან. მთავარი მიზანი მივიწყებული სიმღერების მოძიება და შესრულებაა. მისაბაძები მათთვის არიან: პეტრე სვანიძე, ძმები აროშიძეები და აპოლონ ჩავლეიშვილი. ფესტივალებში არ მონაწილეობდა. გამოცემული არაფერი აქვს.

ფოლკლორის ეროვნული დათვალიერება-ფესტივალის ლაურეატი (2005-2006).

Comments are closed.