ტრიო ”თხამ ვენახი შეგვიჭამა” / Trio Tham Venaxi Shechama

შეიქმნა 1962 წელს ნატანებში კოტე ღელეყვას თაოსნობით. დღეს მასთან მღერიან ბუხუტი მიქაძე და ნოე ქათამიძე. სამივე ოზურგეთის ანსამბლ “ელესას” წევრია. ხელმძღვანელი კოტე ღელეყვაა. სახელი ილიკო და ისიდორე ცენტერაძეების შერქმეულია და ჯგუფისთვის პოპულარობის მომტან ამავე სახელწოდების სიმღერას უკავშირდება. რეპერტუარში გურული სიმღერებია. სიმღერას სწავლობენ ნამღერის მოსმენით. მთავარი მიზანი მშობლიური კუთხის ძველი სიმღერების აღდგენა, შენარჩუნება და პოპულარიზაციაა. მისაბაძები მათთვის არიან: შერმადინ ჭკუასელი, ილარიონ სიხარულიძე და ვარლამ ვაშალომიძე. მონაწილეობდა რესპუბლიკურ ღონისძიებებში. ჩაწერილი და გამოცემული არაფერი აქვს.

ფოლკლორის ეროვნული დათვალიერება-ფესტივალის ლაურეატი (2005-2006).

Comments are closed.