ფერხისა / Perkhisa

ანსამბლი შეიქმნა 2006 წელს თიანეთში ფოლკლორის ეროვნულ დათვალიერება-ფესტივალში მონაწილეობის მიზნით. სახელი წევრების შერჩეულია და სიმღერის სახელს უკავშირდება. ხელმძღვანელს – გიორგი ჭყრუნიშვილს მუსიკა არ უსწავლია. რეპერტუარში ჯერჯერობით რამდენიმე სიმღერაა. სიმღერას სწავლობენ ძველი მომღერლებისგან. მღერიან ისეთივე მანერით, როგორც უწინ სალოცავებში მღეროდნენ. ძირითადი ამოცანა ფშაური სარიტუალო სიმღერების შესწავლა-შესრულებაა. ფოლკლორულ ფესტივალებსა და კონცერტებში არ მონაწილეობდა. ჩანაწერები არა აქვს.

ფოლკლორის ეროვნული დათვალიერება-ფესტივალის ლაურეატი (2005-2006).

Comments are closed.