ფუტიურები / Putiurebi

ფუტიეთის მკვიდრები ერთად მღერიან 2000 წლიდან. სახელი სოფლის სახელს უკავშირდება. თავკაცებად მიშა გიორგობიანი და აკაკი აგლაძე ჰყავთ. “ფუტიურები” გურამ გორდეზიანმა და ქეთევან ბერაძემ “აღმოაჩინეს”. საზოგადოების წინაშე პირველად ფოლკლორის ეროვნული დათვალიერება-ფესტივალის /2005-2006/ პირველ ტურში გამოვიდნენ. რეპერტუარში რაჭული ფოლკლორის ძველი და ნაკლებად ცნობილი ნიმუშებია.

ფოლკლორის ეროვნული დათვალიერება-ფესტივალის ლაურეატი (2005-2006).

Comments are closed.