გედევან მჟავანაძე / Gedevan Mzhavanadze

Gedevan Mzhavanadzeმჟავანაძე გედევან გრიგოლის ძე (1932 – 2006) – მომღერალი, ლოტბარი. დაიბადა 1932 წელს ოზურგეთის რაიონის სოფელ ჭანიეთში. გედევანის ბაბუა ჩონგურზე კარგ დამკვრელად ითვლებოდა, მამამისი – გრიგოლ მჟავანაძეც – კარგად მღეროდა, ჰყავდა თავისი მომღერალი სამეგობრო. ჭანიეთში იმ დროს სიმღერებს ასწავლიდა თადა ქავთარაძე. გედევანის მამასაც მისგან უსწავლია სიმღერა.

1948 წელს 16 წლის გედევანმა სიმღერის შესასწავლად ვარლამ სიმონიშვილს მიაშურა. მღეროდა მთქმელის, დამწყების, გამყივანისა და კრიმანჭულის პარტიებს. გედევან მჟავანაძე ვარლამ სიმონიშვილის უკანასკნელი მოსწავლე აღმოჩნდა. ის სულიერი ნათესაობა, რასაც ახალგაზრდა გედევანი მის მიმართ გრძნობდა, წლების შემდეგ ნამდვილ ნათესაობაში გადაიზარდა – გედევანმა ცოლად მოიყვანა ვარლამ სიმონიშვილის დისშვილი ჟუჟუნა ქავჟარაძე.

1963 წლიდან გედევანი ანსამბლ “დილაში” მიიწვიეს. ანსამბლ ”დილას” წევრებიდან ბოლოს გედევან მჟავანაძე გარდაიცვალა – 2006 წელს.

Comments are closed.