ილარიონ სიხარულიძე / Ilarion Sixarulidze

Ilarion Sixarulidzeსიხარულიძე ილარიონ გაბრიელის ძე (1902-1985) – მომღერალი, ლოტბარი. დაიბადა 1902 წლის 2 იანვარს, ოზურგეთის რაიონის სოფელ მაკვანეთში. ილარიონის დედა ელისაბედ მამინაშვილი ხალხური სიმღერების მცოდნე და მოყვარული ქალი იყო, კარგად უკრავდა ჩონგურზე და ცეკვაც ეხერხებოდა. სწორედ მან ჩაუნერგა თავის შვილს გურული სიმღერების სიყვარული. 15 წლისამ ხალხური სიმღერების საფუძვლიანი შესწავლა დაიწყო არტემ ერქომაიშვილთან. 1932 პირველი ნათლობა, როგორც ლოტბარმა სოფელ ლიხაურის გუნდის ხელმძღვანელობისას მიიღო. შემდგომში სხვადასხვა დროს უძღვებოდა ჭანიეთის, ლაშეს, განახლების, გურიანთის, ქვედა ბახვის, ლაითურის, მაკვანეთისა და სხვა სოფლების გუნდებს. 1963 წლიდან უხუცესთა ანსამბლ “დილას” წევრი ხდება. მას სიმღერის განსაკუთრებული მანერა ჰქონდა, სიმღერის დროს პირს თითქმის არ აღებდა, როგორღაც შეუმჩნევლად, გვერდულად გამოსცემდა ბგერებს.

ილარიონ სიხარულიძის ოჯახში ყველა მღეროდა: მისი შვილები ლია და ტრისტანი, შემდეგ კი შვილიშვილები მაია და ზაზა. ასე გაგრძელდა სიხარულიძეების ოჯახში სიმღერის ტრადიცია.

ილარონ სიხარულიძე გადრაიცვალა 1985 წელს.

Comments are closed.