ასლან ვაშალომიძე / Aslan Vashalomidze

Aslan Vashalomidzeვაშალომიძე ასლან ვარლამის ძე (1922-1995) – მომღერალი, ლოტბარი. დაიბადა ოზურგეთის რაიონის სოფელ მთისპირში. 1941 წლიდან მუშაობდა ნატანების I საშუალო სკოლის სიმღერისა და ცეკვის მასწავლებლად. მღეროდა ვარლამ სიმონიშვილის ეთნოგრაფიულ გუნდში, რომლის რეორგანიზაციის შემდეგ ოზურგეთის რაიონის კულტურის სახლში გააგრძელა თანამშრომლობა. 1952-56 წლებში მთისპირის საკოლმეურნეო გუნდის ქორეოგრაფია. 1956 წლიდან ნატანების კულტურის სახლთან არსებულ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს ხელმძღვანელობს. მღეროდა ანსამბლ “დილაში”. სახელოვანი მამის, ვარლამ ვაშალომიძის გარდაცვალების შემდეგ ორგანიზაციას უწევდა ანსამბლს.

ასლან ვაშალომიძე გარდაიცვალა 1995 წელს.

Comments are closed.