იოსებ ხუხუნაიშვილი / Ioseb Xuxunashvili

Ioseb Xuxunashviliხუხუნაიშვილი იოსებ (ესოფი) (1870-1961) – მომღერალი. ზემო აკეთის ანსამბლ “შვიდკაცას” წევრი. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა აკეთში. პირველი და მეორე ხმის საუკეთესო შემსრულებელი. იგი სოფლის ახალგაზრდებს ასწავლიდა სიმღერას. ესოფეს ხუთი შვილი ჰყავდა, რომელთაგან განსაკუთრებული ნიჭიერებით უფროსი ვაჟი პარმენი გამოირჩეოდა. პარმენი სიბერეში დაბრმავდა, იჯდა სახლში და თავისთვის კრიმანჭულობდა. მასთან თავს იყრიდნენ სოფლის კარგი მომღერლები: იორდანე, სევერიანე, დამიანე ხუხუნაიშვილები, კოლია ტყებუჩავა და სხვანი.

იოსებ (ესოფი) ხუხუნაიშვილი გარდაიცვალა 1961 წელს.

Comments are closed.