ანი სირაძე / Ana Siradze

Ani Siradzeანი სირაძე – დაიბადა 1994 წლის 12 მაისს. 3 წლის ასაკიდან მღერის. შესრულებული აქვს დუეტები ეთერ კაკულიასთან, მამუკა ონაშვილთან, ანრი ჯოხაძესთან, „ქართულ ხმებთან“, თემო საჯაიასთან. გახლავთ ცნობილი კომპოზიტორის ეთერ ჭელიძის შვილიშვილი. გადაღებული აქვს რამდენიმე კლიპი. არის რესპუბლიკური და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი:
„ძეკინო – დორო“ – 4 წლის ასაკში სუპერ–პრიზი
„პატარა ვარსკვლავები“ პეტერბურგი – 3 პრემია
„გაზაფხულის ბულბულები“ – გრან პრი
„მიკროფონი 2004“ – I ადგილი
„MTV – ბერლინი“ – I პრემია
ევროვიზიის ერთ–ერთი ლიდერი და ფინალისტი
ქ. საკრებულოს „ოქროს დისკი“ მფლობელი – „ღირსეული მემკვიდრე“,
I საბავშვო ახალი ტალღის ფინალისტი
„წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კონკურსი გრან–პრი
დამთავრებული აქვს შვიდწლედი და უმაღლესი მუსიკალური კოლეჯი.

Comments are closed.