Qoragloshvili’s Family / ქოროღლიშვილების ოჯახი

გურჯაანულ ოჯახში მღერის სამი თაობა – გურჯი ყოჩაშვილი, ნათია და ლელა ქოროღლიშვილები. ხელმძღვანელი – გურჯი ყოჩაშვილი პროფესიით ხელოვანია.ხელმძღვანელობდა რამდენიმე სოფლის ფოლკლორულ ჯგუფებს. რეპერტუარში კახური სიმღერებია. სიმღერას სწავლობენ ცნობილი ფოლკლორული ანსამბლების რეპერტუარიდან. მთავარი მიზანი ხალხური სიმღერების შესწავლა და მათი პოპულარიზაციაა. მონაწილეობს რაიონულ ღონისძიებებში. მისაბაძი მათთვის რუსთავი და გურჯაანია.

Comments are closed.