Pircxelani’s Family / ფირცხელანების ოჯახი

თრიალეთში ჩასახლებულ სვანურ ოჯახში მღერის დედ-მამა და მათი ყველა შვილი. ხელმძღვანელი _ რომეო ფირცხელანი _ პოლიტექნიკური ტექნიკუმისა და ფიზკულტურის ინსტიტუტის კურსდამთავრებულია. იგი და მისი მეუღლე დარიკო წიფიანი მესტიის ანსამბლ “რიჰოს” წევრები იყვნენ. რეპერტუარში უმეტესად სვანური სიმღერები აქვთ. Oოჯახის წევრები თავადვე აბამენ ფერხულს და ცეკვავენ.

ფირცხელანების მომღერალ ოჯახს მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ ფოლკლორულ ფესტივალსა და კონცერტში. მათ მიერ შესრულებული სიმღერები ჩაწერილია რადიოს ფონდსა და ტელევიზიის არქივში.

ფოლკლორის ეროვნული დათვალიერება-ფესტივალის ლაურეატი (2005-2006)

Comments are closed.