Gurgenidze’s Family / გურგენიძეების ოჯახი

მეორე სვირის საოჯახო ანსამბლში მღერიან ძმები – დუხუნა, ქიშვარდი, ელვარდი და გურამი. ხელმძღვანელი უფროსი ძმა – დუხუნა გურგენიძეა. მღერიან ბავშვობიდან. ძველი სიმღერები ისწავლეს დედ-მამისა და ბიძებისგან,რომლებიც კარგ მომღერლებად ითვლებოდნენ. სახელი გვარმა და ძმობის აქტმა განაპირობა. მისი ავტორი სოფელი და ხალხია. რეპერტუარში, იმერულ სოფლურთან ერთად, ქალაქური სიმღერებია. სიმღერას სწავლობენ ზეპირი გზით. ძირითადი ამოცანა წინაპრების ნამღერის გახსენება და ახალგაზრდებისთვის შეყვარებაა. მისაბაძები მათთვის არიან: ჰამლეტ გონაშვილი, მშობელი დედ-მამა და ბიძები. მონაწილეობდა რაიონულ ოლიმპიადებსა და ფოლკლორულ ფესტივალებში. ჩაწერილი არაფერი აქვს.

ფოლკლორის ეროვნული დათვალიერება-ფესტივალის ლაურეატი (2005-2006)

Comments are closed.