გრიგოლ ჩხიკვაძე /Grigol Chxikvadze

ეთნომუსიკოლოგი, პროფესორი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. 1927 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის თეორიულ-საკომპოზიტორო ფაკულტეტი, 1932 წელს ლენინგრადის კონსერვატორია. 1935 წელს ლენინგრადის ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ასპირანტურა ფოლკლორის განხრით.

1935-1939 წლებში მისი ინიციატივით დაარსდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ფოლკლორის კაბინეტი. სხვადასხვა დროს იყო ხალხური შემოქმედების სახლის (დღევანდელი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის) ფონოლაბორატორიისა და საექსპედიციო განყოფილების გამგე.

უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ქართული ხალხური სიმღერების შეგროვებისა და ნოტებზე მათი გადატანის საქმეში. 1917 წლიდან მოყოლებული აქტიურ შემკრებლობით მუშაობას ეწეოდა. იგი სისტემატიურად ხელმძღვანელობდა ექსპედიციებს საქართველოს სახვადასხვა რეგიონებში. გამოცემული აქვს ხალხური სიმღერების კრებულები.

“ქართული ხალხური სიმღერები.” თბილისი 1956 წელი. “ქართული ხალხური სიმღერები” სამ ტომად. თბილისი 1960 წელი. “48 ქართული ხალხური სიმღერა” უკრაინულ ენაზე. კიევი 1977 წელი.

Comments are closed.