მესხეთი / Meskheti

ანსამბლი შეიქმნა 1946 წელს ახალციხეში. სახელი უკავშირდება ძირითად საქმეს – მესხური სიმღერების აღდგენას, დამუშავებასა და პოპულარიზაციას. 2005 წლიდან ზაზა თამარაშვილი ხელმძღვანელობს. იგი პროფესიით მათემატიკოსია, დაწყებითი მუსიკალური განათლებით. აქვს სიმღერის საკმაო გამოცდილება. სათავეში უდგას ახალციხის კიდევ რამდენიმე ანსამბლს. რეპერტუარში, საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერების გარდა, საგალობლები და ქართველ კომპოზიტორთა სიმღერებია. სიმღერას სწავლობენ ძირითადად ნოტებიდან, აგრეთვე – ხელმძღვანელის ნამღერიდან. ჯგუფი რესპუბლიკური და საერთაშორისო ფესტივალების მრავალგზის ლაურეატია.

მიღებული აქვს დიპლომები და მედლები. ჰქონდა გასტროლები რუსეთში, რუმინეთში, ბულგარეთსა და თურქეთში. ჩანაწერები ინახება თბილისისა და მოსკოვის რადიოფონდებში.

ფოლკლორის ეროვნული დათვალიერება-ფესტივალის ლაურეატი (2005-2006)

Comments are closed.