ქართული მუსიკა / Georgian Music

ქართული მუსიკა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია ცნობილი. სიმფონიური ორკესტრის არსებობა, მუსიკალური თეატრები სხვადასხვა ქალაქებში,მუსიკალური სკოლები, ეს ყველაფერი ასახავს საქართველოს კულტურას.

ევროპული პროფესიული მუსიკა სტანდარტების მიხედვით, ითვლის რამოდენიმე დეკადას. ფაქტობრივად, აკადემიური მუსიკა წარმოიშვა XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში. ქართულ მუსიკას აქვს დიდი პოტენციალი სწრაფი განვითარებისთვის. ხელნაწერები გვაძლევენ ინფორმაციას, ორიგინალური რიტუალების შესახებ, რომლებიც მუსიკის თანხლებით სრულდებოდა და რომლებსაც ასრულებდენენ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ტომები. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია ანტიკური ხანის მუსიკალური ინსტრუმენტები: სალამური, ჩანგი და სხვა. კოლხებისა და იბერიელების მუსიკის მნიშვნელობაზე ყურადღებას ამახვილებდნენ ბერძენი ისტორიკოსები: ჰეროდოტე, სტრაბონი და სხვები. ფოლკლორულ მუსიკას, განსაკუთრებული ადგილი უკავია კულტურულ ღირებულებაში ქართველი ხალხისთვის.

Comments are closed.