ახალციხე / Axalcixe

სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი შეიქმნა 2001 წელს ახალციხეში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხეთის ფილიალის ხელმძღვანელობის ინიციატივით. სახელი ქალაქის სახელს უკავშირდება. ხელმძღვანელობენ ქორეოგრაფები – ლია და სამსონ მენაბდიშვილები და ლოტბარი – ზაზა თამარაშვილი. ქორეოგრაფიულ რეპერტუარში საქართველოს სხვადასხვა კუთხის ცეკვებია, რომლებიც ტრადიციული ილეთებით სრულდება. ცეკვებს ახლავს საკრავები /დოლ-გარმონი და დიპლიპიტო ან – ცოცხალი სიმღერა. სასიმღერო რეპერტუარში ქართული სიმღერა-გალობა და ქართველ კომპოზიტორთა ქმნილებებია. სიმღერას სწავლობენ ნოტებიდან და ხელმძღვანელის ნამღერიდან. ანსამბლი აქტიური მონაწილეა საუნივერსიტეტო, რეგიონული თუ რესპუბლიკური კულტურული ღონისძიებებისა, უცხოური ფესტივალების და კონკურსებისა. მიღებული აქვს სიგელები და დიპლომები. მისი კომპაქტდისკი გამოცემულია ჰოლანდიაში.

ფოლკლორის ეროვნული დატვალიერება-ფესტივალის ლაურეატი (2005-2006)

Comments are closed.