დიმიტრი არაყიშვილი / Dimitri Arakishvili

არაყიშვილი დიმიტრი ეგნატეს ძე (1873-1953) – ქართველი კლასიკოსი კომპოზიტორი, საზოგადო მოღვაწე, ეთნომუსიკოლოგი, ქართული პროფესიული მუსიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საქართველოს სახალხო არტისტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. საფუძველი ჩაუყარა ქართული მუსიკალური ფოლკლორის მეცნიერულ კვლევას.

1901 წლიდან ეწეოდა საველე მუშაობას, კრებდა იკვლევდა და პროპაგანდას უწევდა ქართულ ხალხურ სიმღერებს. ვრცელი გამოკვლევებითა და კომენტარებით გამოცემული აქვს ნაშრომები, რომლებშიც საქვეყნოდ წარმოჩინდა ქართული ხალხური მუსიკის თვითმყოფადობა.ესენია: “ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედება.” რუსულ ენაზე. მოსკოვი 1916 წელი. “ქართული მუსიკის მოკლე ისტორიული მიმოხილვა.” რუსულ ენაზე. თბილისი 1940 წელი. “აღმოსავლეთ საქართველოს სიმღერების მიმოხილვა.” რუსულ ენაზე. თბილისი 1943 წელი. “ხალხური სამუსიკო საკრავების აღწერა და გაზომვა.” თბილისი 1940 წელი. “სვანური ხალხური სიმღერები.” თბილისი 1950 წელი. “რაჭული ხალხური სიმღერები.” თბილისი 1950 წელი.

Comments are closed.