Global House Project

“Global House Project” – ყველაზე ახალი ჯგუფია Modernmusik-ის მუსიკალურ სივრცეში. ჯერ მხოლოდ მეოთხე თვეა, რაც ერთად უკრავენ. ჯგუფის შექმნაზე არც უფიქრიათ, იდეა შემთხვევით დაიბადა. მერე სახელი და ლოგო მოიფიქრეს, კლიპი გადაიღეს და ახლა უკვე მომავალზე სერიოზულად ფიქრობენ.

მუსიკას ცალ-ცალკეც წერენ და ერთადაც. ზოგი House სტილში მუშაობს, ზოგი Trance -ზე, საერთო ჯამში კი, Progressive House სტილის მუსიკას ქმნიან.

Dimitri Funky (დიმიტრი აბშილავა), Mixline (უჩა გვინეპაძე), First Face (ლაშა პაპუკაშვილი) – ეს “Global House Project” – ის სრული შემადგენლობაა. ფიქრობენ, რომ მათ ინტერესებს, მათზე უკეთ ვერავინ დაიცავს, ამიტომ პროდიუსერზე უარს ამბობენ.

ახლა არსად არ უკრავენ, თუმცა საზაფხულოდ ზღვისპირეთში ფესტივალის ჩატარებას აპირებენ. Global House Fest – ის ჩატარება უნდათ რუსთავშიც, Open air – ის სახით. თუმცა, ზუსტად როგორი ტიპის იქნება ეს ფესტივალი და ვინ მიიღებს მონაწილეობას, ჯერ არ იციან.

უფრო კონკრეტულ გეგმებში კი, მეორე “ტრეკზე” მუშაობა, მეტი კლიპის გადაღება და გოგოს ვოკალის დამატებაც შედის.

Comments are closed.