Anchisxati

ანჩისხატის ტაძრის მგალობელთა გუნდი
ჩამოყალიბდა 1988 წელს კონსერვატორიაში. ანსამბლი თავდაპირველად მხოლოდ ხალხურ სიმღერებს მღეროდა და მიზნად ჰქონდა დასახული საქართველოს სხვადასხვა კუთხისათვის დამახასიათებელი საშემსრულებლო მანერის აღდგენა და შეძლებისდაგვარად ძველ ქართულ, არატემპერირებულ ბგერათწყობაში მოქცევა. მალე ანსამბლმა ანჩისხატის ტაძარში დაიწყო გალობა. სწორედ ამ გუნდის უდიდესი დამსახურებაა XX საუკუნის 90-იანი წლებიდან ქართულ მართლმადიდებლურ საეკლესიო ღვთისმსახურებაში ძველი ქართული გალობის აღდგენა და დამკვიდრება. გუნდის წევრებს შორის არიან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის თანამშრომლები მალხაზ ერქვანიძე და დავით შუღლიაშვილი, რომლებიც სამეცნიერო და მუსიკალურ- სარედაქტორო მუშაობასაც ეწევიან, გამოცემული აქვთ სანოტო კრებულები. ანჩისხატის ტაძრის გუნდის რეპერტუარშია საგალობლები, მაგრამ ანსამბლ “ძველ კილოებთან” ერთად მღერიან ხალხურ სიმღერებსაც. გუნდს ჰქონდა საგასტროლო ტურნეები ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩაწერილი აქვს რამდენიმე კომპაქტდისკი, მათ შორის ძველ კილოებთან ერთად.
ხელმძღვანელია მალხაზ ერქვანიძე.

Comments are closed.